ოპოზიციური პარტიის კანდიდატი სტამბოლის მერი ოფიციალურად გახდა

თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წარმომადგენელს ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის მერის მანდატი ოფიციალურად გადაეცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

იმამოღლუ საარჩევნო კომისიაში მიიწვიეს მას შემდეგ, რაც კომისიამ არ მიიღო ქვეყნის მმართველი პარტიის - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ განაცხადი იმამოღლუსთვის მანდატის გადაცემის გადავადებასთან დაკავშირებით, ვიდრე უმაღლესი საარჩევნო საბჭო არ განიხილავს მმართველი პარტიის საჩივარს კენჭისყრის დღეს დარღვევების შესახებ.

საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს 13729 ხმით გაუსწრო, რომელიც ასევე მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა