ალეკო ელისაშვილი ტაქსების გადაღებვაზე -  ქაჩალი თავს არ იფხანდა, მოიფხანა და მოიგლიჯაო

არის ასეთი ანდაზა: ქაჩალი თავს არ იფხანდა, მოიფხანა და მოიგლიჯაო. ეს არის ზუსტად, რაც ხდება, - ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ტაქსების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, ქალაქში მოძრავი ბევრი ტაქსი გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შედეგია.

„არის ასეთი ანდაზა: ქაჩალი თავს არ იფხანდა, მოიფხანა და მოიგლიჯაო. ეს არის ზუსტად, რაც ხდება. ცარიელ ადგილზე შექმნეს პრობლემა და ახლა არიან ჯახირში და წვალებაში, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა. რატომ წვალობ?! რატომ მოიგონე ეს რაღაც სისულელე, ტაქსების თეთრად გადაღებვა?! თუ ტრანსპორტის თვალსაზრისით რამე უნდა მოგვარდეს თბილისში, ყველაზე ბოლოს უნდა მოგვარდეს ტაქსების ამბავი. ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ბევრი ტაქსი არის შედეგი გაუმართავი საზოგადოებრივი ტრასნსპორტისა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი და ღმერთმა ქნას, ტრამვაი რომ იყოს, ძალიან ცოტა ტაქსი ივლიდა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ აუდის მგზავრთნაკადის გადაყვანას, ეს სიცარიელე და სივრცე შეავსო ტაქსმა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვაზე მუშაობს, ელისაშვილმა უპასუხა:„ძალინ მაგრად მუშაობენ. დღესაც 20 წუთი იყო გაჭედილი გლდანსა და სარაჯიშვილს შორის მეტრო. მაგარი მოგვარებულია“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა