საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსელი ქველმოქმედი ფოტოს ფოტიადისი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისთვის, გარდაცვალების შემდეგ, კვიპროსელი ქველმოქმედი ფოტოს ფოტიადისი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა ფოტოს ფოტიადისის ქალიშვილს, ილონა ფოტიადისის გადასცა.

,,დღეს მინდა, ერთად გავიხსენოთ საქართველოს ერთგული კვიპროსელი მეგობარი, ბატონი ფოტოს ფოტიადისი - კვიპროსის დიდი პატრიოტი და დიდი ქველმოქმედი. საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. კვიპროსში საქართველოს საელჩოს დაარსებისთანავე ის იდგა ჩვენ გვერდით, გვეხმარებოდა ყოველმხრივ. დაუვიწყარია მისი თანადგომა იმ კავშირების დამყარებაში, რაც მაშინ ძალიან სჭირდებოდა კვიპროსში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

ბატონ ფოტოს ფოტიადისს ძალიან უყვარდა საქართველო. ის რამდენჯერმე ესტუმრა ჩვენს ქვეყანას და იმდენად გულშემატკივრობდა მას, რომ თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა საკუთარი კონცეფცია ჩვენთან თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირების თაობაზე.

ფოტოს ფოტიადისმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საპატრირქოს უნივერსიტეტის - ქართული უნივერსიტეტის გაძლიერების საქმეში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო