ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა King David-ის სასტუმროს ტიპის კომპლექსში

King David-ის მენეჯმენტს გაყიდვაში გამოაქვს სასტუმროს ტიპის აპარტამენტები 41 მ2-დან. აღნიშნული ზომის ბინებისადმი ინტერესი მაღალია, ვინაიდან კომპლექსის განვითარებული ინფრასტრუქტურა და პროექტის ადგილმდებარეობა მყიდველებს უძრავი ქონების გაქირავებისგან სტაბილური და მზარდი შემოსავლის მიღებაში ეხმარება. კაპიტალდაბანდების უკუგების საშუალო პერიოდი საინვესტიციო ბინებზე 5-6 წელს შეადგენს. ბინების დაჯავშნა 5%-იანი პირველადი შენატანით არის შესაძლებელი.

King David-ის კონცეფცია სრულად პასუხობს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექკლუზიურად შექმნილ სივრცეში, სადაც გაერთიანებულია A-კლასის ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო, რეზიდენციები, კვების ობიექტები და გამაჯანსაღებელი-რეკრეაციული ზონა, ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა