ტაქსის მძღოლები მერიას მიმართავენ, B კაგეგორიის ავტომობილებზე ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დართონ

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ B კატეგორიის ავტომობილებს ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დართონ.

აღმაშენებლის ხეივანში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მედიისთვის განცხადება გააკეთეს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, არჩილ არჯევანიძე აცხადებს, დღეს რუსთაველზე 15:00 საათზე დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება და მას საინფორმაციო ხასიათი ექნება.

„დღეს დაგეგმილ აქციას საინფორმაციო ხასიათს მივცემთ. გუშინ ე.წ. ბირჟებზე ვიარეთ და ჩვენს თანამებრძოლებს ინფორმაცია მივაწოდეთ. დღეს ამ ხალხს აქციაზე შევხვდებით და შევეცდებით ყველა გავლილი ეტაპი ავუხსნათ.

მერიასთან შევთანხმდით, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები B კატეგორიაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნება. ახლა ჩვენი მოთხოვნაა, B კატეგორიის ავტომობილებზე ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დაგვრთონ, რათა მგზავრის ქუჩიდან აყვანის უფლება გვქონდეს. ამ თემაზე ქალაქის მერიასთან და კახა კალაძესთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე გადავალთ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. სავარაუდოდ, ასპროცენტიანი შეთანხმება არ იქნება და ეს არც სწორი იქნება, გარკვეულ სიტუაციას ჩვენ დავთმობთ, გარკვეულს ისინი და აუცილებლად ხალხზე მორგებულ სიტუაციას მივიღებთ", -განაცხადა არჯევანიძემ.

იხილეთ ვიდეო: ტაქსის მძღოლები მერიას მიმართავენ, "ბე" კაგეგორიის ავტომობილებზე ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დართონ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა