ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს ჰოლდინგამდე - „პალიტრა“ 24 წლისაა

ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 23 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ქართული წარმატების ეს ისტორია თამამად შეიძლება შევიდეს ბიზნესსახელმძღვანელოებში. „პალიტრა“ 24 წლის გახდა.

ზუსტად 24 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. ობიექტურობის, სანდოობის, აქტუალურობისა და მრავალფეროვნების პრინციპებიდან გამომდინარე, „კვირის პალიტრა“ იქცა ყველაზე მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად და ამ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. პირველმა წარმატებულმა ნაბიჯმა საქმიანობის გაფართოება განაპირობა - „კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება. ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან თავიანთ სეგმენტში.

ჰოლდინგმა ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ამ დროისთვის „პალიტრის“ შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა.

შესაბამისად, „პალიტრამედია ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ჰოლდინგში 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა არის მთავარი ფუნდამენტი იმ 24-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა“ ჰქვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო