სახელმწიფოს ავლაბრისა და ათონელის სასახლეების შენახვა თვეში 190 ათასი ლარი უჯდება

სახელმწიფოს ავლაბრის სასახლისა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა თვეში, საშუალოდ, 190 ათასი ლარი უჯდება.

„ინტერპრესნიუსმა“ ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული თანხიდან, დაახლოებით 134 ათასი ლარი სჭირდება ყოველთვიურად ავლაბრის სასახლის მოვლა-პატრონობას, 57 ათასი ლარი კი ათონელის რეზიდენციის მოვლა-პატრონობას. ამ ხარჯებში შედის როგორც კომპლექსის კომუნალური და სხვა სახის ტექნიკური ხარჯები, ასევე შენობის დაცვაზე განაწილებიული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

მაგალითად, 2019 წლის თებერვალში ავლაბრის რეზიდენციის მიერ მოხმარებულმა კომუნალურმა (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი) ხარჯმა 64 022 ლარი შეადგინა. შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავებაზე თებერვალში 375 ლარი, სამეურნეო საქონელზე კი 470 ლარი დაიხარჯა. ობიექტის დაცვაზე მივლენილი პერსონალის შრომის ანაზღაურებამ კი 47 835 ლარი. თებერვალში სდსს-ს თანამშრომლებზე, რომლებიც ავლაბრის რეზიდენციის დაცვას უზრუნველყოფენ 875 ლარის დანამატი გაიცა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტში თითქმის იგივე რაოდენობის ხელფასთან ერთად, დანამატის სახით თანამშრომლებზე 11 615 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება ათონელის რეზიდენციას, თებერვალში ორბელიანების სასახლის კომუნალურმა ხარჯმა 8 475 ლარი შეადგინა. შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულია 10 000 ლარის ხარჯი, სამეურნეო საქონელი კი ათონელის რეზიდენციას 567 ლარი დაუჯდა. რაც შეეხება შენობის დაცვაზე მივლენილ პერსონალს, თებერვალში მათზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 19 717 ლარი შეადგინა, დანამატის სახით კი მათზე 4 980 ლარი გაიცა.

იხილეთ ვიდეო: სახელმწიფოს ავლაბრისა და ათონელის რეზიდენციების შენახვა თვეში 190 ათას ლარზე მეტი უჯდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა