პარლამენტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ, 2 საათით გადაიდო

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ 2 საათით გადაიდო. თავდაპირველად უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყვნენ, რომ სხდომა 2 საათამდე გადადებულიყო, თუმცა საბოლოოდ ირაკლი კობახიძემ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა. სხდომის გახსნა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო ვერ ხერხდებოდა. პარლამენტის წევრები პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ.

„ამ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ აქ დაგვხვდა მაგიდასთან გადახაზულია გარკვეული პუნქტები, ჩასმულია ახალი პუნქტები, როგორც ვხედავ გათვალისწინებულია რამდენიმე რეკომენდაცია, მაგრამ მათ გასაცნობად, გვჭირდება დრო. გვჭირდება გონივრული დრო, რაც იქნება ჩემთვისაც და კოლეგებისთვისაც საკმარისი, 2 საათი მაინც გამოვაცხადოთ შესვენება. მას შემდეგ რაც გავეცნობით დოკუმენტს, შევადარებთ პირვანდელ ვერსიას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, განვაახლოთ განხილვა იმ დღის წესრიგით, რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ. მოგვეცით დრო, რომ გავეცნოთ ახალ პროექტს“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ოთარ კახიძემ.

ამის შემდეგ პარლამენტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ, 2 საათით გადაიდო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს