მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მსვლელობას გამართავს

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალ დემოკრატები“ დღეს უზენაეს სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა და მისმა ლიდერმა ფსონი მორჩილ სასამართლოზე გააკეთა და ამით სურთ, რომ ქართულ საზოგადოებას 20/30 წლის პერსპექტივაშიც კი დაუკარგოს შანსი, რომ მიიღოს უკეთესი მართლმსაჯულება.

„ჩემი მოლოდინი არის ის, რომ მმართველი გუნდი ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებს. ივანიშვილმა გააკეთა ფსონი მურუსიძეზე, გააკეთა ფსონი მორჩილ სასამართლოზე და უნდა, რომ ქართულ საზოგადოებას 20/30 წლის პერსპექტივაშიც კი დაუკარგოს შანსი, რომ მივიღოთ უკეთესი მართლმსაჯულება. „ევროპული საქართველო“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად დღეს, არამხოლოდ პარლამენტში გამართავს მწვავე დისკუსიას და დებატებს, არამედ საპროტესტო აქციას ჩავატარებთ და იქნება მსვლელობა უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე. ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებას მივაპყრობთ იმ არანორმალურ ვითარებაზე, როდესაც გირგვლიანის საქმეში დამნაშავედ ცხადდება შავგულიძე და მთელი სახელმწიფო მანქანა არის მიმართული იმისთვის, რომ მურუსიძე და მორჩილი მოსამართლეები დაიცვას. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ჩამოიხსნა ნიღაბი და უკვე აღარ არის საუბარი ფარისევლობაზეც კი, ეს არის პირდაპირ, აშკარა განცხადება რომელიც ნიშნავს, რომ მათ მიყავთ ქვეყანა ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით და უგულებელყოფენ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ამის მიღწევა იქნება შეუძლებელი, ამიტომ ჯერ მთაწმინდაზე უნდა ავირჩიოთ შალვა შავგულიძე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შევცვალოთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა