ნიკა მელია უმრავლესობას - გასაგებია, რომ თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია

დროა, შეეგუოს კობახიძე, ოხანაშვილი... გასაგებია, რომ თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო პროცესი მორღვეულია.

„თქვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად, მორღვეულია საკანონმდებლო პროცესი უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. მთელი ეს პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ადამიანზე, იქ ვიღაც თალაკვაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, კობახიძე - ეს ოთხი წავიდა, მიცუნცულდა ივანიშვილთან, გაიარა კონსულტაციები, ჩაწერა ამ არაოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც წაკითხულიც კი არ აქვს არცერთ დეპუტატს, ბატონი ოხანაშვილი ავიდა ტრიბუნასთან და თურმე ოხანაშვილისაგან უნდა გავიგოთ და მას უნდა ვენდოთ და ოხანაშვილამდე თურმე არანაირი მსჯელობა არ უნდა გაიმართოს. წარმოუდგენელია, ეს აღარ დაიშვება ამ პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს უმრავლესობა, ასეთი რამ აღარ გაუვა და დროა, შეეგუოს კობახიძე, ოხანაშვილი.... გასაგებია რომ თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე, მაგრამ კალენდარზე არის 2019 წელი და პატივი ეცით, როგორც სხვა დეპუტატებს ამ დარბაზში, ასევე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ზურგი თქვენ გაქციათ. ბიძინა ივანიშვილი, რასაც დაგავალებთ და მოხვალთ და ხუთ წუთში ეცდებით მოაკვარახჭინოთ , აღარ გამოვა, ამის პირობას გაძლევთ მე და ოპოზიციის ყველა სხვა წარმომადგენელი,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს