აკაკი ზოიძე - ექიმების მიმართ აგრესიამ იმატა, ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი კი გაცილებით უფრო ხშირად უშვებს შეცდომებს

ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა და გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ამით ზოიძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. აკაკი ზოიძის შეფასებით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას.

„ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა და გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები პაციენტის ოჯახის წევრებისგან თუ ახლობლებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ისევ პაციენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება, რადგანაც ცნობილია, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პირველ რიგში, პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ისევ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ექიმი თუ ექთანი არ უნდა უწევდეს სამედიცინო დახმარებას,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა