ადვოკატი - ორი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც პოლონეთში დაკავებისას პოლიციელებმა დაჭრეს, გამართლდა და ახლა ისინი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ

პოლონეთში დაკავებული ქართველი ახალგაზრდების სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ მათმა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა.

შემთხვევა 2019 წლის თებერვალში მოხდა, ორი ახალგაზრდა პოლონელ სამართალდამცველებს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. გოგა გოგალაძისა და ნიკა ქუჩუკიანის ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დაკავების დროს პოლიციელებმა დაჭრეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დამტკიცდა, ისინი გათავისუფლდნენ და საქართველოში დაბრუნდნენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დამტკიცდა, თუმცა გათავისუფლების მიუხედავად, სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციელებმა დაკავების მომენტში დაჭრეს, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ბიჭები პოლონეთში სამუშაოდ ჩავიდნენ. ქარხანაში დაიწყეს მუშაობა. დაკავების დღეს სამუშაო ტანსაცმელი ეცვათ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. მათი თქმით, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველებს და უკრაინელებს შორის მოხდა კონფლიქტი, იქ ბელორუსებიც ყოფილან. ჩხუბის დროს მოვიდა პოლიცია, რომელმაც იარაღი გამოიყენა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დაჭრილები იყვნენ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მოვითხოვთ, სამართალდამცველებმა ძალის გადამეტების გამო პასუხი აგონ", - აცხადებს ლედი ტუკვაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში, პოლონეთში 4 ქართველი, 7 უკრაინელი და 1 მოლდოველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ პოლიციელებზე თავდასხმა ედებოდათ ბრალად.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით