ადვოკატის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, მეტყველება უჭირდა და კონტაქტში არ შედიოდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, რის გამოც, სხდომა გადაიდო.

როგორც იაგო ნებიერიძის ადვოკატი მარიამ პაპოშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეტყველება უჭირდა.

"დღევანდელი პროცესი გადაიდო, ვინაიდან იაგო ნებიერიძე არ შემოდიოდა კონტაქტში, მეტყველება გაუჭირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. მას ამჟამად გამოკვლევები უტარდება. ის წინა პროცესზეც იღებდა მონაწილეობას, დღესაც მოსული იყო, მაგრამ სხდომის დარბაზში შემოსვლამდე შეუძლოდ გახდა და გამოკვლევებს უტარებენ. პირველადი დახმარება აღმოუჩინეს,ის კონტაქტში არ შემოდის, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. უგონო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ არ ან ვერ ლაპარაკობდა. ამას გარდა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა", - განაცხადა პაპოშვილმა.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განმარტებით, იაგო ნებიერიძე მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"დეტალები ჩვენთვის უცნობია. სასამართლომ მხარეებს პროცესზე ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც, პროცესის გაგრძელება და მოწმეების დაკითხვა ვერ მოხერხდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, იაგო ნებიერიძე მე-18 დაწესებულებაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა მოწმეები, რომელთაც შემდგომ სხდომაზე დაკითხავს. ესენი არიან, ექსპერტები, პოლიციის თანამშრომლები და გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილის მეზობლები", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შემედეგი სასამართლო სხდომა 2 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს