ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, უარი ვთქვათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა ჩვენი მხრიდან

მზად ვართ წარმოგიდგინოთ პოზიცია, უარი ვთქვათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა ჩვენი მხრიდან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომელიც მეორე მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს წარადგენს.

ამასთან, ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა და ოპონენტების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის იმედი გამოთქვა.

მან დღეს ხაზგასმით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი “ვენეციის კომისიის ყველა პრინციპულ რეკომენდაციას ითვალისწინებს, გარდა ერთისა, რომელიც წმინდა სამართლებრივი რეკომენდაცია არ არის.

“ვენეციის კომისია არ საუბრობს იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნა არის აუცილებელი. ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა. არსებობს პოზიცია და ეს არის ლოგიკური, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა ძალიან მაღალ სტანდარტს ნიშნავს და თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე გახდეს, მას უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ სისტემაში უფრო მეტად მომზადებული შევიდეს. ამიტომ ამაში არაფერია ცუდი - პირიქით. მნიშვნელოვანია, თუკი ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამდით, თუმცა ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, ხომ არ შექმნის ეს ხელოვნურ ბარიერს. ამიტომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი ყველა ამ სუბიექტთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ წარმოგიდგინოთ პოზიცია, რომ უარი ვთქვათ საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა ჩვენი მხრიდან. იმედს ვიტოვებ, რომ ოპონენტები შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამთ და ამ კომპრომისულ ვერსიაში თქვენ ჩვენი მხარდამჭერები იქნებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა