ეკა ბესელია - მორიგი შეურაცხყოფა და სიცრუეა, თითქოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცები გაითვალისწინეს

ეს არის მორიგი შეურაცხყოფა და სიცრუე, რომ თითქოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცები გაითვალისწინეს, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტში მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის ნაწილი არის გათვალისწინებული.

"ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, ეს არის გამოცდა, რომელზეც ჩვენ ვამბობდით, რომ გამოცდა, როგორც ბარიერი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. ეს არის ტყუილი, რაც ითქვა, რომ თითქოს გაიზიარეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია -არა! ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ კანდიდატი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დარეგისტრირებული პირი, ის იმავდროულად არ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი. აქ დატოვებულია ეს შესაძლებლობა, ამ შემოთავაზებული ცვლილებით მმართველი პარტია გვთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეეძლებათ საკუთარი თავის ნომინირება, ერთადერთი ხმის უფლების გარეშე, რაც არ არის ის რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს. არ არის გათვალისწინებული არც ერთი სხვა რეკომენდაცია. მე მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რატომ გაუგზავნეს ეს დასკვნა, რატომ გააკეთეს საჯარო დაპირებები, რომ ამ რეკომენდაციებს გაიზიარებდნენ? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც მოსახლეობის განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს",- განაცხადა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი