ეკა ბესელია - პროცედურული დარღვევები საკმაოდ მძიმედ გამოიყურება, არ შეიძლება პრინციპების საკითხის შეცვლა მეორე მოსმენის დროს

პროცედურული დარღვევები საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. არ შეიძლება პრინციპების საკითხის შეცვლა მეორე მოსმენის დროს, - დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებში დაადანაშაული და პლენარულ სხდომაზე კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავენ.

“მინდა დავიწყო პროცედურული დარღვევებით, რომელიც საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. როდესაც ვსაუბრობთ ცვლილებების შეტანაზე, პირველ რიგში, მე ვაყენებ საკითხს, დავიცვათ რეგლამენტის მოთხოვნები. რეგლამენტი აწესებს კანონპროექტის განხილვის მეორე მოსმენის წესს და მასში წერია, რომ კანონპროექტი, რომელიც კომიტეტმა განიხილა, იმ შენიშვნებით და დათქმებით, რასაც კენჭი ეყარა, იმას განიხილავს მეორე მოსმენის დროს პარლამენტი და არა იმ ტექსტს, რაც არის დარიგებული. ამიტომ, სიცხადე რომ შევიტანოთ, ჩვენ ახლა ვიხილავთ იმ ტექსტს, რაც იურიდიული კომიტეტის განხილვის შემდეგ არის დარიგებული. არ შეიძლება ასეთი პროცედურული აღრევა. მეორე - არ შეიძლება პრინციპების საკითხის შეცვლა მეორე მოსმენის დროს. პრინციპის საკითხია, რომელიც ეხება პირველივე მუხლის ჩანაწერს, გამოცდის საკითხს, ეს არ არის მეორე მოსმენის საკითხი. მაქვს მთავარი კითხვა, მეორე მოსმენის დროს პრინციპების შეცვლა რომ არ არის შესაძლებელი, რომელი მუხლით, ჩანაწერით თვლით, რომ შესაძლებელია მეორე მოსმენის ტექსტში შეიცვალოს პრინციპი ამ კანონპროექტის?“,- მიმართა ბესელიამ უმრავლესობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს