ბაჩანა შენგელია - დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს

დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს, - ეს განცხადება ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში დედამისის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული საქმის მთავარი მოქმედი პირები.

„ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე. ნაცვლად ამისა, არიან გამოკითხული ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ ინფორმაცია. მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია. ასევე არ არის დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის ექსპერტიზა. მაგალითად, არ არის კამერები დროულად ამოღებული. მე ამას ხაზს ვუსვამ, არის 4 თვის დაგვიანებით მიმართვა კამერების ამოღებასთან დაკავშირებით და პასუხი არის, რომ კამერები არის წაშლილი. საუბარია ვინმე ლავრენტი ქირიაზე, რომელიც არ არსებობს და ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული.

არ არის ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული ამ საქმეზე და არ მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ გამორკვეულიყო რეალური დამნაშავეები და ეს დღეს კიდევ უფრო დადასტურდა. ამიტომ, ჩვენ ეს პოზიცია იქვე დავაფიქსირეთ, მიხეილ ბატიაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით და სანამ ეს ადამიანი არ გამოიკითხება, რაიმე სახის გამოძიებაზე და ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა