ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიის ყველა პრინციპულ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, გარდა ერთისა, რომელიც სამართლებრივი რეკომენდაცია არ არის

ჩვენი კომპრომისული ნაბიჯია ისიც, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, მას არც ერთ ეტაპზე არ ექნება საშუალება იმისა, რომ საკუთარ კონკურენტს დაუსვას შეკითხვა, შეაფასოს და ხმა არ მისცეს მათ შორის საკუთარ თავს, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომელიც მეორე მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს წარადგენს.

ამასთან, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თავიდანვე, პროექტის თავდაპირველ ვარიანტშივე, მინიმუმადე იყო დაყვანილი ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებში, როცა პირი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რათა მას არ ჰქონოდა რაიმე უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით.

“ვენეციის კომისიის ყველა პრინციპულ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, გარდა ერთისა, რომელიც წმინდა სამართლებრივი რეკომენდაცია არ არის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა