სერგო რატიანი უმრავლესობას - პიარის მიზნით ამბობთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დაეთანხმეთ, მაგრამ ეს არის თვალთმაქცობა

პიარის მიზნით ამბობთ, რომ დაეთანხმეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მაგრამ ეს არის თვალთმაქცობა, რადგან გადაწყვეტილების დისკრეციას - ჩატარდეს თუ არა გამოცდები, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უტოვებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ. რატიანის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა მდგომარეობდა იმაში, რომ არამოსამართლე წევრების მიმართ არ ყოფილიყო დაშვებული გამოცდები, რადგან ისინი არათანაბარ მდგომარეობაში არიან.

„ვენეციის კომისიის დასკვნა მდგომარეობდა იმაში, რომ არამოსამართლე წევრების მიმართ არ ყოფილიყო დაშვებული გამოცდები, რადგან ისინი არათანაბარ მდგომარეობაში არიან. თქვენ თითქოსდა გაითვალისწინეთ ეს, მაგრამ მეორე პუნქტი ცხადყოფს, რომ ეს არის თვალთმაქცობა, რადგან დისკრეციას უტოვებთ იუსტიციის საბჭოს. ორი შემთხვევაა, სადაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს ითვალისწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას და აქაც შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება. პიარის მიზნით ამბობთ რომ დაეთანხმეთ და ფაქტობრივად არ ეთანხმებით ამ რეკომენდაციას, რადგან გადაწყვეტილების დისკრეციას - ჩატარდეს თუ არა გამოცდები, უტოვებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა