სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - განგვიმარტეთ, როგორ გამრავალფეროვანდება მოსამართლეობის კანდიდატთა სია?

სწორად მიმაჩნია, რომ არ გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ასაკის აწევის შესახებ, რადგან მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის იმ ტიპის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის ხარისხს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისას, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სალომე სამადაშვილი დაინტერესდა აღნიშნული კანონპროექტით როგორ გამრავალფეროვანდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, მაშინ როდესაც მასში საკმაოდ ზოგადი ჩანაწერია აღნიშნულის შესახებ.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა და ის სულისკვეთება, რომელიც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, იყო გამრავალფეროვნება შესაძლო კანდიდატების უზენაეს სასამართლოში დასანიშნად, რათა დავიცვათ სასამართლო სისტემა კლანური მმართველობისგან, რომელიც იქ არის დამყარებული. ამ თვალსაზრისით მრჩება რამდენიმე შეკითხვა. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, წარდგენილი იყოს კანდიდატი, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია აქვს და რომელიც შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოთხოვნებს, ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშიც იყო აღნიშნული, რომ იყო საკმაოდ ზოგადი კრიტერიუმი და ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, მათ შორის, იმ კანდიდატების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება პოტენციურად იყვნენ ძალიან კარგი კანდიდატები, მაგრამ ინტერპრეტაციის საშუალებით მოხდეს მათი დაბლოკვა. განსაკუთრებით პრობლემატური ხდება ეს, როდესაც თქვენ ჩანაწერს აკეთებთ, რომ პროფესიით მუშაობის გამოცდილება არის დამატებითი უპირატესობა, თუ კანდიდატებს სხვანაირად აქვთ დაახლოებით ერთნაირი კვალიფიკაცია. განგვიმარტეთ, როგორ გამრავალფეროვანდება კანდიდატთა სია. სწორად მიმაჩნია, რომ არ გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ასაკის აწევის შესახებ იმიტომ, რომ გამოცდილება მოსამართლედ მუშაობის ჩვენს ქვეყანაში არ არის იმ ტიპის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის ხარისხს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისას. ვიზიარებ თქვენც პოზიციას, რომ ეს არ უნდა გაგვეთვალისწინებინა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა