შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტი ზაზა დავითაია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისაა დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტი ზაზა დავითაია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დავითაიას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ზაზა დავითაია უზენაეს სასამართლოსთან დააკავეს, საიდანაც პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის დაწყებამდე შალვა შავგულიძეს კითხვით "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ მიმართა, რასაც მასა და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა დავითაია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დავითაიას თქმით, მას კითხვის დასმა არ აცალეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა