შალვა შავგულიძე - მსვლელობა გვაქვს უზენაესი სასამართლოდან პარლამენტისკენ, რათა ჩვენი პროტესტი შევასმინოთ საპარლამენტო უმრავლესობას

მსვლელობა გვაქვს უზენაესი სასამართლოდან პარლამენტისკენ, რადგან ეს პროტესტი შევასმინოთ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ არ მიიღონ ქვეყანაში სამართლის დამაზიანებელი და მავნებლური კანონი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

„კანონი, რომლის მიღებასაც ამ წუთებში ცდილობს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა, მიუხედავად ვენეციის კომისიის, ეუთოს კრიტიკული დასკვნებისა, "ქართულ ოცნებას" მისცემს შესაძლებლობას, რომ იუსტიციის საბჭოში გაბატონებული ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მეშვეობით უზენაესი სასამართლო სრულად დააკომპლექტოს მოსამართლეებით, რომლებიც მათგან იქნებიან კონტროლირებადი და რომელთა სამართლის არ სჯერა საზოგადოებას. ჩანს, კარგად არ ისმის საზოგადოების პროტესტი. მსვლელობა გვაქვს უზენაესი სასამართლოდან პარლამენტისკენ, რათა შევეცადოთ, რომ ეს პროტესტი შევასმინოთ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ არ მიიღონ ქვეყანაში სამართლის დამაზიანებელი და მავნებლური კანონი. ნუ შეეცდებიან, დააკომპლექტონ უზენაესი სასამართლო უღირსი მოსამართლეებით", - განაცხადა შავგულიძემ.

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის წევრების და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს