რომან გოცირიძე - სიცრუეა, თითქოს უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულა, სამწუხაროა, რომ ზოგიერთები მოტყუვდნენ

სრული სიცრუეა, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულა. ძალიან სამწუხაროა, რომ მოტყუვდნენ ზოგიერთები და აკეთებენ კომენტარს თითქოს ორი მოთხოვნაა შესრულებული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რასაც უმრავლესობის წევრები აცხადებენ გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

“მრავალი კომენტარი მოვისმინე უმრავლესობის მხრიდან, თითქოს ვენეციის კომისიის რაღაც რეკომენდაციებია შესრულებული, არადა ეს არის სრული სიცრუე. თქვენ ამ კანონპროექტით არ შეასრულეთ ერთი მოთხოვნაც კი და ძალიან სამწუხაროა, რომ მოტყუვდნენ ზოგიერთები და აკეთებენ კომენტარს თითქოს 2 მოთხოვნაა შესრულებული. არავითარი გამოცდები არ უქმდება არამოსამართლე წევრებისთვის და იქნება თუ არა გამოცდები, დამოკიდებული იქნება იუსტიციის საბჭოს კეთილ ნებაზე. ასევე, როდესაც ამბობთ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები თუკი წარმოადგენენ საკუთარ თავს ისინი ბუნებრივია, კითხვას ვერ დასვამენ და კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მოთხოვნა, რომ არც ერთ ეტაპზე ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ხმის მიცემის, მოსმენის პროცესში და არ უნდა იყვნენ ნომინირებულნი“,- განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს