შალვა შავგულიძე უმრავლესობას - მოგიწოდებთ, შეაჩეროთ მავნებლური კანონპროექტის განხილვა - ძალიან ცუდად ეთამაშებით სამართალს, ცუდად იწვევთ საზოგადოებას

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია- მსვლელობა გამართეს. პარლამენტთან კი ბლოკის წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა და მის ირგვლივ გაერთიანებულმა ადამიანებმა უღალატეს დაპირებას, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იქნებოდა.

„ძალიან ცუდად ეთამაშებით სამართალს, ცუდად იწვევთ საზოგადოებას, რომელიც არასდროს ეგუებოდა უსამართლობას - არც დღეს ეგუება და არც მომავალში შეეგუება. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა. მივიღოთ კანონი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მოსამართლეებად განწესდნენ ღირსეული კანდიდატები. საზოგადოება ითხოვს სამართალს და ეს მოთხოვნა არ შეწყდება მანამ, ვიდრე სამართალი არ იქნება", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, მისი ამჟამინდელი თანამოაზრეები ახლა სამართლის სადარაჯოზე დგანან.

„თავისუფალი დემოკრატების" წევრის ნინო გოგუაძის თქმით კი, უსამართლობას საზოგადოება არ შეეგუება.

„საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა და საერთოდ, ქვეყანაა. უსამართლო სასამართლოს არ დაუშვებს ქართველი ხალხი. აუცილებლად ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ ან დაანებოს თავი სასამართლოს, ან თვითონ წავიდეს ხელისუფლებიდან", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა