ელენე ხოშტარია - არავის ექნება იმის ფუფუნება და უფლება, რომ ქვეყანა და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცოს

არავის ექნება იმის ფუფუნება და უფლება, რომ ქვეყანა და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც ადრინდელი შეცდომებისა და დანაშაულის ჩადენის უფლებას არავის მისცემს.

„მათ შეუძლიათ თავზე დაგვასვან მონები, ჯალათები და თავიანთი მსახურები. ეს ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას, არც მე, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არც მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ, რომ არავის ექნება იმის ფუფუნება და უფლება, რომ მიიტაცოს ჩვენი ქვეყანა და მიიტაცოს ჩვენი სასამართლო ხელისუფლება. ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებებმა, პარტიებმა, პოლიტიკოსებმა საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით და დანაშაულიც ჩავიდინეთ, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანას არ აქვს თავისუფალი, ღირსეული სასამართლო სისტემა. ამ შეცდომების და დანაშაულის უფლებას ჩვენ აღარავის მივცემთ, და პირველ რიგში არ მისცემს ქართველი საზოგადოება. ეს პროტესტი აუცილებად გაგრძელდება", - განაცხადა ხოშტარიამ.

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია- მსვლელობა გამართეს. პარლამენტთან კი განცხადებები გააკეთეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს