გიგა ბოკერია - ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, რომ ვენეციის კომისია ჯიბეში ჰყავდა წინა ხელისუფლებასო - ანუ გაბრაზდით!

ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, რომ ვენეციის კომისია ჯიბეში ჰყავდა წინა ხელისუფლებასო, ანუ გაბრაზდით! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უმრავლესობის მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ. ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას სთხოვა, საბოლოოდ დაეკონკრეტებინათ, ვენეციის კომისიის რომელ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და რომელს - არა.

მისივე თქმით, უმრავლესობას ვენეციის კომისიის, ეუთო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი რეაქციები ჰქონდა.

„ძალიან დიდი ტრაექტორია გაიარა თქვენმა პოზიციამ ვენეციის კომისიის, ეუთო-ს და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით. თავიდან ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ კონსტიტუციას რაც არ ეწინააღმდეგება, ყველაფერს გავითვალისწინებთო. დასკვნა რომ მოვიდა, მერე იყო პიარ-მცდელობა, რომ ბრწყინვალე დასკვნაა, ოპონენტებს ხმა ჩააგდებინა ვენეციის კომისიამო. მერე იყო გააზრება და უკვე წუხილი, რომ წინა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და NGO-ებმა შეცდომაში შეიყვანეს ვენეციის კომისიაო. ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, რომ ვენეციის კომისია ჯიბეში ჰყავდა წინა ხელისუფლებასო, ანუ გაბრაზდით! ახლა დალაგდით და ამბობთ, რომ ითვალისწინებთ. იქნებ, საბოლოოდ მაინც გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ: მტრული რეკომენდაციებია, სულელური, მხოლოდ ანტიკონსტიტუციურ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებთ თუ არა და კერძოდ, რა არის ანტიკონსტიტუციური საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაში?“ - მიმართა ბოკერიამ კანონპროექტზე მომხსენებელს ანრი ოხანაშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა