კომპანია HP ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის არეალს აფართოებს

ახალი ლაბორატორიები, 3D გადაწყვეტილებები, პროექტები ვირტუალური და გაფართოებული რეალობის მიმართულებით, უნივერსიტეტის აღჭურვა მეწარმეობის და ტექნოლოგიების სფეროში არსებული სასწავლო მასალებით და სხვა მრავალი ინიციატივა უახლოეს პერიოდში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამოქმედდება. სიახლეები მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგნტ HP-ისთან თანამშრომლობით განხორციელდება.

ამის შესახებ განცხადება კომპანია HP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების რეგიონალურმა დირექტორმა ვერტიკალური ინდუსტრიული გადაწყვეტილებების მიმართულებით ჟან-მარკ ოლივიერომ და ხელმძღვანელმა მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში მარკუს შვერცელმა უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გააკეთეს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 18 აპრილს შედგა, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებასა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, HP-ს ერთერთ მოწინავე რეგიონალურ პარტნიორად დასახელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო