ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას 2 000-2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ანი წითლიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პატარაიას 2 000-2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა.

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

ანი წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. წითლიძემ და პატარაიამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა იმავე დღეს, გამოკითხვის შემდეგ დატოვეს. მანუჩარ ჩხეტია კი მეორე დღეს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს და მის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა