ლევან გოგიჩაიშვილი - როგორ მოახერხეთ, რომ ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგამხოთ თავიდან ბოლომდე დასკვნა?

როგორ მოვახერხეთ, რომ ჩამოვიყვანეთ ვეენციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ და ამ კომისიამ ამოაყირავა მაგიდა, ის მაგიდა, სადაც „კლანს“ ბენეფიტები გამზადებული ჰქონდა, - აღნიშნული კითხვით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გოგიჩაიშვილი უმრავლესობას ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის.

“არაფერი რეკომენდაცია არ გაგითვალისწინებიათ საერთოდ. ასეთი ტყუილი რომ აცნობო მთელ ქვეყანას, რომ რაღაც გაითვალისწინეთ, ესეც ტყუილია. მაინტერესებს, როგორ ახერხებთ, რომ მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენის საკითხს აყენებთ, ეს ხომ იცით, რომ გასაჩივრდება? თუ აღარაფერს ფასი არ აქვს და ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ ისე კეთდება. რაც შეეხება გამოცდებს, ის სიტყვათ წყობა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლებელია ვიღაცებისთვის გამოიყენონ გამოცდები, ვიღაცებისთვის - არა. და ბოლო კითხვას თქვენ გისვამთ, ბატონო ანრი, მაგრამ თქვენს უკან მჯდომს ეხება, როგორ მოახერხეთ, რომ ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგამხოთ თავიდან ბოლომდე დასკვნა? დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის ყველა წევრს ეს კითხვა აქვს, როგორ მოვახერხეთ ჩამოვიყვანეთ ვენეციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ და ამ კომისიამ ამოაყირავა მაგიდა, ის მაგიდა, სადაც კლანს ჰქონდა გამზადებული ბენეფიტები“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა