“ბილაინის” მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

„ბილაინი“, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიასთან FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, „ბილაინის“ აბონენტები, კომპენსაციის სახით, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა, ბილეთის ღირებულების 75%-ს იბრუნებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა, მომხმარებელი კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge უბრალოდ განაცხადს ავსებს. მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.

„ბილაინის“ ინფორმაციით, FlyHelp -ის კომპენსაცია ვრცელდება: ფრენის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შემთხვევებზე. კომპენსაციის მისაღებად მგზავრი ატყობინებს FlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ ამოწმებს ეკუთვნის თუ არა მომხმარებელს კომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი თანხას იღებს.

„მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, „ბილაინის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. „ბილაინი“ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილური ინტერნეტი. „ბილაინის“ როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. „ბილაინის“ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. „ბილაინი“ პირველი საქართველოში სთავაზობს მომხმარებელს როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად - „ბილაინის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.flyhelp.ge; www.beeline.ge,“ - ნათქვამია კომპანია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა