ანრი ოხანაშვილი - პროცედურების სრული დაცვით წარვმართეთ კომიტეტის სხდომაც და პროცედურების დაცვით ვიხილავთ დღესაც კანონპროექტს

პროცედურების სრული დაცვით წარვმართეთ კომიტეტის სხდომაც და პროცედურების სრული დაცვით ვიხილავთ დღეს პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიას გამოსვლას, რომლის აზრითაც, მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პლენარული სხდომის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები ერთმანეთს გაუზიარონ, შეაჯერონ და თუ საჭირო გახდა, გარკვეული საკითხები შეცვალონ კიდეც, ამიტომ მისი თქმით, ეს თემა საკამათო არ უნდა იყოს.

„ჩვენ პრინციპებს არ ვცვლით, ეს არ არის პრინციპის საკითხი, საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება თუ არ იქნება. ჩვენ საკომიტეტო განხილვებზე, ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე. ჩვენი საუბარი ასევე შეეხო იმას, რომ ეს საკითხები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვის შედეგად ასევე იქნებოდა გათვალისწინებული. პლენარულ სხდომაზე მსჯელობის დროს და ამაზეც პირადად მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმამდგენლებთან, რომ ეს საკითხი არის ის საკითხი, რომელზეც დახურული არ არის მსჯელობა და შესაბამისად, ამ საკითხს ჩვენ იმიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე კიდევ გავაგრძელოთ მსჯელობა. ამიტომ პროცედურების სრული დაცვით წარვმართეთ კომიტეტის სხდომაც და პროცედურების სრული დაცვით ვიხილავთ დღეს პლენარულ სხდომაზე. პლენარული სხდომის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ გაგიზიაროთ პოზიციები, ერთად შევაჯეროთ და შეგვიძლია შევცვალოთ მთელი რიგი საკითხები. ეს პრინციპული საკითხი არ არის, ასე რომ, არამგონია, რომ ამაზე უნდა ვიდავოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი დღეს, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს