ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ესწრება

უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი ესწრება.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ვაჟა ჯაფოშვილმა სიტყვით გამოსვლისას უცხოელ კოლეგებს დაგროვებითი პენსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებასთან ვაჟა ჯაფოშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმისა და პროცესების შესახებ, კონკრეტულად, თუ რა გზა გაიარა საპენსიო სააგენტომ დაარსებიდან დღემდე.

მომხსენებელმა დაგროვებითი პენსიის ქართულ სქემაზე, დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეფორმა ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.

კონფერენციას სახელწოდებით „საპენსიო სისტემის რეფორმა უზბეკეთის რესპუბლიკაში და უცხო ქვეყნების გამოცდილება“ სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო დარგის წარმომადგენლები ესწრებიან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა