“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესაძლოა შენარჩუნდეს ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება არ მოეთხოვებათ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესაძლოა შენარჩუნდეს ჯერ კიდევ მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატებს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება არ მოეთხოვებათ და რომლის ამოღებაც უმრავლესობის კანონპროექტით იგეგმება.

როგორც ამასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, გასათვალისწინებელია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის შეთავაზება.

გიორგი კახიანმა კი განაცხადა, რომ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ამოღებაც წარმოდგენილი რედაქციით ხდება, პირიქით, უნდა აღდგეს.

“შესაძლოა, ფორმულირება იყოს ამგვარად ჩამოყალიბებული - “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ სტატუსს“. შესაძლებელია კიდევ უფრო მკაფიო ფორმულირება 34-ე მუხლის ზედა პუნქტებშიც რომ ცალსახად ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები თავისუფლდებიან გამოცდისგან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა