საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაკმაყოფილოთ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ამ დროისთვის, 60-მდე სხვადასხვა პროექტია დაფინანსებული“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მიმდინარე წელს სადარბაზოების რეაბილიტაცია რვა მისამართზე უკვე განხორციელდა. ვაჟა-ფშაველას N26-ის პარალელურად, სამუშაოები დამატებით, 14 მისამართზე მიმდინარეობს.

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ამ დროისთვის, 11 ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება, შვიდი ლიფტის შეკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

საბურთალოს გამგეობის მიერ სადარბაზოების რეაბილიტაცია 406 621 ლარით, ხოლო ლიფტების შეკეთება 426 241 ლარით ფინანსდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა