ირმა ნადირაშვილი ირაკლი კობახიძეს უწმაწურ გამონათქვამზე - არ მინდა ამ სიტყვის გამეორება და იმით, რაც თქვენ ბრძანეთ, პრობლემა არ მოგეხსნებათ

მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე უნდა იქცეოდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მისამართით უწმაწურ საუბარში დაადანაშაულა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ ასეთი საუბრით მას პრობლემა არ მოეხსნება.

„მე ნამდვილად არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ტელევიზორში მოვისმინეთ თქვენი კონსულტაციების შესახებ, რომელსაც კერძო დაარქვით. ეგ არ არის კერძო კონსულტაციები. მე მაინტერესებს, პარლამენტის თავმჯდომარეს რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის ან პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ. იმით, რაც თქვენ ბრძანეთ, არ მინდა ამ სიტყვის გამეორება, პრობლემა არ მოგეხსნებათ. პრობლემა დარჩება. მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე უნდა იქცეოდეს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა