ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აპრილის ბოლომდე შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტის მოწვევით ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი რუსეთს ვიზიტით აპრილის მეორე ნახევარში ეწვევა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს განიხილებოდა ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირისპირი შეხვედრის შესაძლებლობები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა