კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს „საპარტნიორო ფონდთან“ მართავს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანიის „Nebras Power“-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ხალიდ მოჰამედ ჯოლო და დირექტორის მოადგილე ბიზნესის განვითარების საკითხებში ფაისალ ობაიდ ალ სადიყი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

„საპარტნიორო ფონდის“ განმარტებით, კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანიის „Nebras Power“ საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოს ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხილვაა.

„კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს „საპარტნიორო ფონდთან“ მართავს. ფონდში გაართულ შეხედრაზე მხარეებმა ქვეყანის ენერგოსექტორის მიმართულებით, საინვესტიციო პროექტები განიხილეს და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. „Nebras Power“-ი თბოელექტროსადგურების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავს“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კატარის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ფონდის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ფონდის ხელმძღვანელმა კომპანია „Nebras Power“-ის წარმომადგენლებს ენერგო სექტორში ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს