ირაკლი კობახიძე  მის მიერ ბილწი სიტყვის გამოყენებაზე - ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, ეს ნიკა გვარამიას ხელწერაა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მან ოპოზიციის მიმართ უწმაწური სიტყვა გამოიყენა, განმარტებას აკეთებს.

როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. მისი თქმით, „მას ეს სიტყვა ცხოვრებაში არ უხმარია“ და ეს ნიკა გვარამიას ხელწერაა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, პლენარულ სხდომაზე მსგავს ტყუილებს ნუ ავრცელებენ.

„რუსთავი 2-ს“ გავრცელებული აქვს, რომ თითქოს ბილწი სიტყვა ვიხმარე. ტყუილი ინფორმაციაა გავრცელებული. მსგავსი რამე მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს