მიხეილ ბატიაშვილი სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აშშ-ში, სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროგრამებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს პროექტი - „ქართული ენის დისტანციური სკოლა“ გააცნო, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამინისტროში შექმნილ საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა