სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.

პროექტი ორ ძირითად მიმართულებას - სერტიფიცირების სისტემის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერებას მოიცავს, მათ შორის, ნერგის მწარმოებელთა ასოციაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და სანერგეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში სანერგე მეურნეობების მდგომარეობის შესწავლისა და მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა სარგავი მასალის სერტიფიცირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. სანერგეების წარმომადგენლებმა ყურადღება პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათ მოთხოვნებზე გაამახვილეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ევროპელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წელს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის წარმომადგენლებმა საველე ინსპექტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 სანერგეს კვალიფიციური სანერგის სტატუსი მიანიჭეს. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი კი, მიმდინარე წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს თესლისა და სარავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს