ადა მარშანია - რატომ არ არის კანონპროექტი ქართულად ნათარგმნი? მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე ინგლისური ენა

თუ გსურთ, შემიძლია აპარატს ვთხოვო და მოგაწვდიან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულად ნათარგმნი, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას შეკითხვას, თუ რატომ არ იყო აღნიშნული კანონპროექტი მშობლიურ ენაზე თარგმნილი, რაც მარშანიას თქმით, კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

„რაც შეეხება ქალბატონი ადას შეკითხვას, არავის დაურიგებია ინგლისურ ენაზე ტექსტი. შეიძლება ვინმემ თავისი ინიციატივით მოიტანა ეს ვერსია, თუმცა პარლამენტს არ დაურიგებია. თუკი თქვენ გექნებოდათ სურვილი, თქვენი ფრაქციისთვის უნდა მიგემართათ ან ჩვენთვის უნდა გეთხოვათ და კი ბატონო, მოგაწვდიდით, თუმცა თქვენ თუ გსურთ, შემიძლია აპარატს ვთხოვო და მოგაწვდიან იმ ვერსიას, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულად ნათარგმნი“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ადა მარშანიას.

ადა მარშანიამ, პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავს, განაცხადა:

„ამ კანონის განხილვამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა ჩვენ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობა პარლამენტში. მეორე, დაუშვებელია, არასახელმწიფო ენაზე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრებისთვის, სხვა ენაზე დარიგება ნებისმიერი დოკუმენტის. ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღევა. რატომ არ არის თარგმნილი ინგლისური ენიდან?! მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე ინგლისური ენა“, - განაცხადა მარშანიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო