სოფო კილაძე - ლევან კობერიძის და კიდევ ერთი დეპუტატის გამოკლებით, ჩვენ ერთსულოვნად მხარი დავუჭირეთ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც უკვე გაჟღერდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

სოფო კილაძის თქმით, ის ცალკეული დეპუტატების განსხვავებულ პოზიციას პრობლემად არ მიიჩნევს.

„დღეს ჩვენ ერთსულოვნად, კობერიძისა და კიდევ ერთი დეპუტატის გამოკლებით მხარი დავუჭირეთ იმ რეკომენდაციებს, რომელზეც უკვე გაჟღერდა, რომ გავითვალისწინებთ. ეს იყო გუნდური გადაწყვეტილება და ლევანსაც შეუძლია გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს, ამაში მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ. სიმართლე გითხრათ მისი მხრიდან არგუმენტირებული დასაბუთება ვერ მოვისმინე, თუ რატომ არის ყველა რეკომენდაცია გასათვალისწინებელი. ეს მისი უფლება არის და შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად",-განაცხადა სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა