სოფო კილაძე - შალვა შავგულიძეს „ევროპულ საქართველოსთან“ და  „ნაცმოძრაობასთან“ არ უჩნდება პროტესტი, რაც წარმოუდგენლად არალოგიკურია და არ მეტყველებს კარგად მასზე

შალვა შავგულიძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ უჩნდება კითხვები და პროტესტი, ეს არის წარმოუდგენლად არალოგიკური დამოკიდებულება და არ მეტყველებს კარგად მასზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის საპროტესტო მსველობის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს" სასამართლოს პრობლემა ახლა გაახსენდა, სინამდვილეში კი ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ძველმა და ახალმა განშტოებებმა სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლოზე“.

„მე სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ვითომდა იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ, დღეს ისინი აღმოჩნდნენ სააკაშვილის რეჟიმთან და ერთმანეთის გვერდი-გვერდ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა შეიძლება კარგიც იყოს, რადგან საზოგადოებამ დაინახა ვინ ვინ არის და რას ემსახურება.

ძალიან სამწუხაროა, რომ შავგულიძეს პროტესტი აქვს იმ სასამართლოსთან, რომელიც IPSOS France კვლევაში სარგებლობს სერიოზული მხარდაჭერით საზოგადოების დიდ ნაწილში და რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში წინ არის წასული წინა წლებთან შედარებით და იკავებს კარგ პოზიციებს. სამაგიეროდ, მას არ უჩნდება პროტესტი „ევროპული საქართველოს“ წევრების მიმართ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან. „არც ნაციონალურ“ მოძრაობასთან უჩნდება კითხვები და პროტესტი. ეს არის წარმოუდგენლად არალოგიკური დამოკიდებულება და არ მეტყველებს კარგად შალვა შავგულიძეზე",-აცხადებს სოფო კილაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა