აშშ-ს გენერალური პროკურორი - რუსეთი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, თუმცა ტრამპის საარჩევნო შტაბს ამაში მონაწილეობა არ მიუღია

რუსეთი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, თუმცა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ამ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია, - ამის შესახებ აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ანგარიში, რომელიც რუსეთის მხრიდან ამერიკის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, დღეს გამოქვეყნდება.

„სპეცპროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების წყალობით ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის აგენტები, რომლებმაც კანონდარღვევა ჩაიდინეს, არ თანამშრომლობდნენ არც პრეზიდენტ ტრამპთან და არც მის შტაბთან“, - განაცხადა უილიამ ბარმა.

მისივე თქმით, „გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ ტრამპის კამპანიის წევრები გარიგებაში შევიდნენ რუსეთთან ან რუსეთის სახელმწიფოსთან ერთად არჩევნებში ჩარევას კოორდინაციას უწევდნენ“.

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობდა სპეცპროკურორთან აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა