კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის, 60 მილიონი ლარის  სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

კრედო ბანკსა და ADB-ს, შორის 60 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული რესურსი უზრუნველყოფს გრძელვადიან ფინანსირებას ადგილობრივ ვალუტაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სესხთან ერთად, ADB-ს ტექნიკური დახმარების პროგრამა, კრედო ბანკს საშუალებას მისცემს განავითაროს დისტანციური არხები და კომფორტული მომსახურება გაუწიოს მომხმარებლებს რეგიონების მასშტაბით. პროგრამა აგრეთვე უზრუნველყოფს ტრეინინგებს ბიზნესისა და ფინანსური ცოდნის ასამაღლებლად, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ქალ მეწარმეებზე.

„კრედო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმატებული პარტნიორობა უკვე ოთხ წელს ითვლის. ჯამური სესხების მოცულობა, ტექნიკური დახმარების პროგრამასთან ერთად, 110 მილიონი ლარის რესურსს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კრედო ბანკმა წარმატებით განახორციელა საბანკო ტრანსფორმაცია. სამომავლოდ, ჩვენთან თანამშრომლობით, ADB მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ამავე მიზნობრივობით ლარში უზრუნველყოფილი სესხი კი, მომხმარებლებს სავალუტო რისკისაგან დაიცავს“, - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

„ეს ADB-ს რიგით მეორე პროექტია კრედოსთან, რომელიც უკვე ბანკის სტატუსით მოქმედებს ბაზარზე და გაუმჯობესებული პირობებით ემსახურება მომხმარებლებს. აღნიშნული ტრანზაქცია მიზნად ისახავს რეგიონების მასშტაბით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მეწარმეების ხელშეწყობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, აღნიშნა ADB-ს წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა, რაინერ ჰარტელმა. „ჩვენთვის საამაყოა კრედო ბანკთან პარტნიორობა და საგანმანათლებლო აქტივობების წამოწყება, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იქნება ქალი მეწარმეებისთვის“.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით, 68 სერვის ცენტრის საშუალებით, კრედო 285 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება. ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით, ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას რეგიონების მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

ADB-ს შესახებ

აზიის განვითარების ბანკი, 1966 წელს დაარსდა და ამჟამად, 68 წევრ ქვეყანას ითვლის. 2018 წელს, ADB-ს მიერ გაცემული კრედიტებისა და სესხების მოცულობამ 21.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბანკის მიზანია, აღმოფხვრას უკიდურესი სიღარიბე და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას აზიის ქვეყნების მასშტაბით.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა