რომან კაკულია - გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება

იძულებით არ ვიცი, ძალადობის კვალი თუ ემჩნევა მინისტრს ხვალ შევხედავთ,-ასე პასუხობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და იმას, რომ თითქოს მინისტრი შესაძლოა იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

კაკულია გავრცელებულ ინფორმაციას ქობულიას გადადგომის თაობაზე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"ძალიან მომწონს ქართულ პოლიტიკაში გამონათქვამი - არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. დაველოდოთ ბატონ ქობულიას განცხადებას. შეფასებების გაკეთება ჯერ ადრეა, თუმცა მე არ მივიჩნევ, რომ ის ცუდი მინისტრი იყო. შეიძლება მასსა და პრემიერს შორის წარმოიშვა უთანხმოება ისეთ საკითხებზე, რომელზეც იმედია ხვალ თვითონ ისაუბრებს. ჩემთვის დაპირისპირების შესახებ ცნობილი არ არის",-განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. კაკულია ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მის მიმართ კრიტიკულად არ არის განწყობილი.

"ძალიან დიდი სამინისტროა ეს, მისთვის ეს გარემო თავისთავად ცოტა უცხო იყო - სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. უნდა გაეთვალისწინებინა ეს იმას, ვინც მოიწვია. მოუწია ისეთი განმარტების გაკეთება, რომელსაც მე კი მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ საზოგადოებას ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება მიეცა. ასეთ რაღაცეებს სიფრთხილე სჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკასთან მიმართებაში. თუმცა ეს მინისტრის შესაფასებლად არ მგონია, რომ მყარი არგუმენტი იყოს",-განცხადა კაკულიამ.

ამასთან , რომან კაკულიას განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ინფორმაციას მინისტრის გადადგომის თაობაზე ის მომავალში მედიის საშუალებით არ შეიტყობს. რაც შეეხება კანდიდატურებს, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს აღნიშნულ პოსტზე, კაკულია ამბობს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მისივე თქმით, გაიმართება მსჯელობა, არის თუ არა საფუძველი იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ახნა-განმარტებები გააკეთოს გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა გააჩნია განცხადების შინაარს.

"ვიმსჯელებთ, გააჩნია რა განცხადება გაკეთდება. განცხადება უნდა იყოს ისეთი, რომელიც კითხვებს არ დატოვებს, რომ გაუგებარი არგუმენტებით მოხდა მინისტრის გადადგომა",-აცხადებს კაკულია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა