ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს - კარგი იქნებოდა, ჯერ ომბუდსმენისთვის მოგვესმინა და მერე განგვეხილა მოსამართლეთა შერჩევის საკითხი

ომბუდსმენის მოსმენის საკითხი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, არცერთ ვითარებაში არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ დეპუტატები ამ ტემპით განაგრძობნენ კანონის განხილვას, ხვალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ვეღარ მოუსმენდნენ და კენჭისყრის ჩატარება მის გარეშე მოუწევდათ.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, არასწორია, რომ ომბუდსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, პარლამენტი მას შემდეგ მოუსმენს, რაც საკითხს დეპუტატები უკვე განიხილავენ.

„ბატონო ირაკლი, ეს არ არის ტექნიკური საკითხი დროში როგორც ჩავეტევით. არც ომბუდსმენის მოსმენის საკითხია ტექნიკური საკითხი. აქ არის პრინციპული შეთანხმება. მათ შორის, ჩემი აზრით, არასწორია, რომ ომბუდსმენს ვუსმენთ მას შემდეგ, რაც განვიხილავთ ამ საკითხს, ისე თითქოს უნდა მოვიშოროთ. რეალურად, კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ომბუდმენისთვის მოგვესმინა. ასევე, საკითხი ითხოვს, რომ რამდენი დღეც იქნება საჭირო, იმდენი დღე ვიმსჯელოთ დეტალურად, თუნდაც თქვენ მოგეჩვენოთ, რომ ერთი და იგივე კითხვები ისმება, თუნდაც არ მოგწონდეთ ეს კითხვები, ეს არ არის ის საკითხი, რაზეც უნდა ითქვას -მოდი, ჩქარა მოვრჩეთ. ამიტომ, მინდა, დააზუსტოთ, რომ ომბუდსმენის მოსმენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არცერთ ვითარებაში არ დგება და ასევე, გავაგრძელოთ მუშაობა თუ გინდა შაბათს, გინდა კვირას და თუ გინდათ სულ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე იყოს ამომწურავი პასუხი და დაისვას ყველა კითხვა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო