შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ღონისძიებები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.არსებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობები გულის და მუცლის არეში აღენიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო