აკაკი ზოიძე - გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა ჩემთან არავის შეუთანხმებია

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მასთან, როგორც უმრავლესობის წევრთან, შეთანხმებული არ იყო.

კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა უმრავლესობასთან, ზოიძემ უპასუხა:„არ ვიცი ვერ გეტყვით, შეიძლება იყო, მაგრამ ჩემთან არავის შეუთანხმებია ნამდვილად".

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ქობულიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის შესაძლო უთანხმოებაზე, რასაც ქობუილიას გადადგომა მოჰყვა, ზოიძე აცხადებს, რომ ოპონენტები ყველაფერ ცუდს უკავშირებენ ბიძინა ივანიშვილს.

„რა შეიძლება ყოფილიყო ქობულიასა და ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზი, ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივა გახლავთ და ის ალბათ, ხვალ გააკეთებს შესაბამის განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მე კონკრეტული შენიშვნა, ან შეშფოთება მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ მომისმენია",-აცხადებს ზოიძე.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დღეს დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა