ელენე  ახვლედიანის  დაბადებიდან  121-ე წელი  მის  სახლ-მუზეუმში  აღინიშნა

ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის მეგობრებმა, კოლეგებმა და ხელოვნებისმოყვარულებმა ელენე ახვლედიანთან შეხვედრის და მასთან ურთიერთობის ეპიზოდები გაიხსენეს.

„ქართული თანამედროვე მხატვრობის გამორჩეულმა წარმომადგენელმა უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მის მიერ შექმნილი ბუნების სურათები და ქალაქის პეიზაჟები ემოციურობით, რომანტიზმით, მდიდარი ფერადოვნებით გამოირჩევა. კომპოზიციის აგების ხელოვნება, დეკორატიულობა, განწყობა - ყველაფერი ჰარმონიულად არის შერწყმული ელენე ახვლედიანის ნამუშევრებში.

განსაკუთრებულია თბილისის, სიღნაღის და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. ახვლედიანის ნამუშევრები ,,ძველი თბილისი“, ,,კახეთი-ზამთარი“, ,,თელავი“, ,,ალაზნის ველი“, ,,შემოდგომა“ და სხვა, მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია. ,,საქართველოს მთავარი სიმდიდრე ყოველთვის იყვნენ ადამიანები, მათ შორის სრულიად განსაკუთრებული ქალები, რომლებიც ცვლიდნენ გარშემო ბევრ რამეს. ელენე ახვლედიანი გამორჩეული იყო, ის ახერხებდა ჩვენი ყურადღების იმაზე მიქცევას, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, მაგრამ სწორედ, ეს ყურადღების მიღმა დატოვებული არის ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის. ელენე ახვლედიანმა მისი თავისუფლებითა და სილაღით, უკეთესი გახადა თანამედროვე საქართველო.“, - აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა.

ინფორმაციას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოფიო ხორგუანის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა